პროექტის შესახებ

ვებპორტალი WWW.AA.GE ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამამ მოამზადა “რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრთან” თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია რუმინეთის მთავრობა.

ვებპორტალის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მარტივად შეძლონ ინფორმაციის მოძიება იმ ვალდებულებების შესახებ, რომელსაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ვებპორტალი მომხარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიოს თემა, რომელიც აინტერესებს (მაგ: განათლება, საბაჟო კანონმდებლობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, მცენარეთა დაცვა, ვეტერინარია და ა.შ.) და 2027 წლის ჩათვლით, თემისა და თარიღის მიხედვით, დაახარისხოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების შესახებ. გარდა ამისა, ვებპორტალის საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული დირექტივის ან რეგულაციის ორიგინალში გაცნობა და ვალდებულებების დეტალურად შესწავლა და ისიც, თუ რა ეტაპზეა ამა თუ იმ რეგულაციასა და დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესი.

პორტალი მომხარებელს ასევე საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია, თუ პირობითად რომელი სახელმწიფო უწყებაა ვალდებული ამა თუ იმ ნორმატიული აქტის მომზადებაზე და რა ეტაპზეა მზადების პროცესი.

ვებპორტალზე რეგულარულად დაიდება სტატიები, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროების მიხედვით რა ვალდებულებები აქვს საქართველოს შესასრულებელი, რას ითვალისწინებს კონკრეტული რეგულაციები, როგორია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა და რისი შეცვლაა საჭირო, ასევე რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ფართო საზოგადოებაზე.

პორტალი 2017 წლის 25 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივ მართვაში გადაეცა საქართველოს პარლამენტს, რომელიც მის რეგულარულ განახლებას უზრუნველყოფს.

ვებპორტალის განახლება მოხდა 2021 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ (AA Facility) დახმარებით.